რუსული მედიის ცნობით, ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

კრასნოდარის მხარეში, ეისკის საცხოვრებელ უბანში, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სამაშველო სამსახურების ცნობით, კიდევ ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ცნობისთვის, რუსეთის ქალაქ ეისკში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები