უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად, 108 ქალი გაათავისუფლა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დღეს სამხედრო ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა წარმატებით განხორციელდა. განსაკუთრებით ემოციურია, რომ ტყვეობიდან 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო პირველი გაცვლა, რომელიც მხოლოდ ქალებს შეეხოთ. ტყვეობაში იყვნენ დედები, რომლებსაც შვილები ძალიან ელოდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები