პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითმა კომისიამ სხდომა გამართა
სხდომაზე დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მოსაზრებები და ანალიზი მოისმინეს, რომლებიც სამშვიდობო პროცესების განვითარებაში არიან ჩართული.
„მათი შეხედულებების და მოსაზრებების გაცნობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომისია უახლოეს პერიოდში ფიქრობს, რომ ჩამოაყალიბოს გაერთიანებული და სასურველია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი წინადადებები, რომლებიც სახელმწიფო სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.
კომისიის სხდომის მუშაობაში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მონაწილეობდა.