კიევთან ფრთოსანი რაკეტები ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიევთან სამი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა დაწერა.

დღეს რუსმა ოკუპანტებმა კამიკაძე-დრონების საშუალებით კიევზე იერიში მიიტანეს.

როგორც ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ თქვა, ქალაქის თავზე 4 აპარატი დააფიქსირეს.

მათგან ერთ-ერთმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, რის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანია დაღუპული, 19-ის გადარჩენა მოხერხდა.

როგორც ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, თავად შენობა რესტავრაციას არ ექვემდებარება, “ხალხი უსახლკაროდ დარჩა. მზად ვართ, მათ თავშესაფარი შევთავაზოთ სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები