სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საერთაშორისო პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი და კომიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი, გივი მიქანაძე საქართველოში სასწავლო ვიზიტად მყოფ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

საერთაშორისო პროექტის მონაწილეები კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ახალგაზრდობის პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით კომიტეტის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და ახალგაზრდობის კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ. 12 ქვეყნის 30-მდე ახალგაზრდას, გივი მიქანაძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებულმა ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რასაც საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები საჭიროებენ.

მისივე თქმით, კომიტეტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინირებული მუშაობით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს როგორიცაა მუნიციპალიტეტების დონეებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდული სივრცეების შექმნა, ახალგაზრდული პროექტის მხარდაჭერა და კომიტეტის მიერ დამტკიცებული ახალგაზრდობის კონცეფციის საფუძველზე მომზადებული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია.
საერთაშორისო პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა კომიტეტის წარმომადგენლებს შეკითხვებით მიმართეს და მათთვის საინტერესო თემებზე დამატებითი ინფორმაციების მოისმინეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განხილული საკითხების შეფასებისას აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს და ხედვებს ეცნობიან, არამედ აღნიშნული შეხვედრებით დეპუტატებიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე იღებენ ინფორმაციას.
პარლამენტში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი დაესწრო. საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ორგანიზაციის – „მშვიდობისა და განვითარების აკადემიის” პარტნიორობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები