“ლიმანსა და სვიატოგორსკში ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტია განადგურებული” – ადმინისტრაცია

რუსი ოკუპანტისგან გათავისუფლებულ ლიმანსა და სვიატოგორსკში სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხოლოდ მეხუთედია დარჩენილი.

ამის შესახებ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.

“დეოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 80%-ით ან მეტით არის განადგურებული. ჯამურად, თითქმის 50 დასახლებული პუნქტია. სვიატოგორსკი, ლიმანი – ორივე თემში 80%-ზე”, – თქვა კირილენკომ.

მისი თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბევრი კერძო სახლი მთლიანად დანგრეულია და მათი აღდგენა შეუძლებელია.

“სადაც შესაძლებელია ამ სახლების აღდგენა, ამას ვაკეთებთ. მაგრამ სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება და დაზიანება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია”, – დაასკვნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები