Reuters: რუსეთი მზადაა, უარი თქვას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება

რუსეთი მზადაა, უარი თქვას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, – Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ჟენევაში, გაეროს რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გენადი გატილოვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსკოვმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საკუთარი მოთხოვნების ჩამონათვალი გადაუგზავნა, რომელთა განხილვაც კვირასაა დაგეგმილი.

„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი არ ხდება, მაშინ უკაცრავად, მაგრამ მოგვიწევს ყველაფრის გადახედვა“, – განაცხადა ჟენევაში გაეროს რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთმა უარი თქვას მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე, გატილოვმა უპასუხა:

„არსებობს შესაძლებლობა… ჩვენ არ ვართ მარცვლეულის მიწოდების წინააღმდეგი, მაგრამ ეს შეთანხმება უნდა იყოს თანაბარი, ის უნდა იყოს სამართლიანი და სამართლიანად განხორციელებული ყველა მხარის მიერ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები