ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ

ჩვენს ქვეყანაში დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.
“დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები