სადახლოზე ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში “სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლინდა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (200 კილოგრამი ხიზილალა) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები