გოგა ხაინდრავა – ევროპას: გიჯობთ კიკუ ვაშაძე დაპატიჟეთ, რუსული საფრთხის განეიტრალების 100 წლიანი გეგმით

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე, ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის შექმნის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:

„ეჰ, ჩემო ღრმად პატივცემულო, მოხუცებულო ევროპავ! უსაფრთხოებას ორგანიზაციის შექმნა რომ უზრუნველყოფდეს, აგერ – ეუთო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო… გიჯობთ კიკუ ვაშაძე დაპატიჟეთ, რუსული საფრთხის განეიტრალების 100 წლიანი გეგმით – 10 ჰაიმარსით, 30 აბრაჰამსით, 10 პეტრიოტით. ვაშა!”

შეგახსენებთ რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეიქმნება”, – წერს ხაინდრავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები