სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ, ბელარუს და რუს უფლებადამცველებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებას ულოცავს

ვულოცავ [მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას] ალეს ბიალიაცკის, „მემორიალსა“ და „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, სანამ თავდადებული ადამიანები იბრძვიან, დემოკრატიასა და თავისუფლებას გამარჯვების შანსი აქვს.

„ძალაუფლებისგან მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა არის ის, რაც თავისუფლებას ასაზრდოებს. სანამ თავდადებული ადამიანები იბრძვიან, დემოკრატიასა და თავისუფლებას გამარჯვების შანსი აქვს.

ვულოცავ [მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას] ალეს ბიალიაცკის, “მემორიალსა” და “სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს“, – წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები