ჯუანშერ ბურჭულაძე – „არ ვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას 2024 წელსაც გავზრდით“
„არ ვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებას 2024 წელსაც გავზრდით“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, 2023 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროცესი 2024 წელსაც გაგრძელდება.
„ჩვენ შევპირდით და 2023 წლის იანვრიდან 20% -ით გავზრდით სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას. მიმდინარე წელს მოვახერხეთ და, დაახლოებით, 20%-ით, ზოგ შემთხვევაში, მეტითაც გავზარდეთ ანაზღაურება“, – განაცხადა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 2024 წელსაც გაიზრდება.