მაშველებმა ალაზნის სარწყავ სისტემაში მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს

მაშველებმა ალაზნის სარწყავ სისტემაში 37 წლის მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, სამაშველო ბრიგადამ ცხედარს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დროს ხევის ქვეშ გამავალ გვირაბში მიაკვლია. ახმეტაში მცხოვრები მამაკაცი ალაზანში ბანაობის დროს დაიხრჩო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები