მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, აჭარაში 70 პედაგოგი დააჯილდოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას პედაგოგთა დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებას 70 მასწავლებელი დაესწრო. დაჯილდოვდნენ პედაგოგები, რომლებსაც ჰქონდათ სასკოლო თუ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში ჩართულობის დიდი გამოცდილება და განსაკუთრებული წვლილი. მასწავლებლებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.

“აჭარაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება როგორც საშუალო სკოლების, ისე, უმაღლესი საგანმანათლებლო, თუ პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით. მხოლოდ წლევანდელ სასწავლო წელს 4 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 11 000 მოსწავლემ განახლებულ გარემოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მიმდინარეობს 40 სკოლის რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი – მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე, ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები