ანდრია გვიდიანი – მსოფლიო ბანკის ანგარიშზე: მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნები და გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა

2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, – ამის შესახებ ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს და მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს.

ექსპერტის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც განვითარებული ქვეყნები და გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა კარგი შედეგის მიღწევა. გვიდიანის განმარტებით, ეს შედეგი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.

“მსოფლიო ბანკი – 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 8.8 %-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნები და, ზოგადად, გლობალური ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, საქართველომ მოახერხა ამ შედეგის მიღწევა. რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი და როგორც არ უნდა ატრიალოს ეს ამბავი ოპოზიციამ, ეს არის ფაქტი.
მაგრამ პრობლემა რა არის, იცით?! არ შემხვედრია ჩვენი ოპოზიციის არცერთი განცხადება, რომელიც ამ მიღწევას პოზიტიურად შეაფასებდა. ნაცვლად იმისა, რომ აშკარა წარმატებაზე რაიმე პოზიტიური თქვან, ეს ხალხი რიცხვებით ჟონგლირებას იწყებს და ცდილობენ მაქსიმალურად გააუბრალოონ ამხელა მიღწევა.
ეს ხალხი ჩასაფრებულ პოზიციაშია და ოღონდ რამე ნეგატიური თქვან, მზად არიან შავზე თეთრი დაამტკიცონ. აშკარა პოზიტივზე ერთი დადებითი რომ არ წამოსცდებათ, მერე უკვირთ უსამშობლოებს რომ დაუძახებს ვინმე. სხვა კი არაფერია ქვეყნის მტრობა?! “, – წერს ანდრია გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები