გორის მერიის ინიციატივით, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2022-2023 დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2022-2023 დაიწყო.
პროგრამა, რომელიც 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით გრძელდება, მოსწავლეებისთვის სასწავლო ტრენინგ-კურსების ჩატარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამის მიზანია, როგორც საჯარო სკოლების თვითმმართველობების, ასევე ახალგაზრდების ინდივიდუალური გაძლიერება და განვითარება.
“საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც ყოველ შაბათს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე გაგრძელდება, გორის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ტრენინგებს გაუძღვებიან კვალიფიციური სპეციალისტები.
პროგრამაში მონაწილეობენ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები 14 წლიდან. მსურველებს აქტივობებში ჩართვა პროგრამის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ.
პროგრამა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით. პროგრამის მხარდამჭერები არიან ორგანიზაცია “დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერა (FID)”, “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება” და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები