კახა კალაძე: ოპოზიციის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთ – ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გავაგრძელოთ რეფორმების ის ხაზი, რაც დაწყებული გვაქვს

“ოპოზიციის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთ. სავარაუდოდ, მათ მოსაწონს ვერაფერს გავაკეთებთ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ რეფორმების ის ხაზი გააგრძელოს, რაც დაწყებულია.

“ოპოზიციის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთ და, სავარაუდოდ, მათ მოსაწონს ვერაფერს გავაკეთებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გავაგრძელოთ რეფორმების ის ხაზი, რაც დაწყებული გვაქვს და ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რაც შეეხება კანონს, ცხადია, ეს შეიძლება, პირდაპირ აისახოს მათ წარმომადგენლებსა და დამფინანსებლებზე. ძალიან კარგად ესმით ეს და დარწმუნებული ვარ, ამიტომ, აქვთ აგრესია და აჟიოტაჟი ამ კანონპროექტზე. საქართველოს ხელისუფლება, პარლამენტი ყველაფერი გააკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. ყველა სირთულეს და გამოწვევას გადავლახავთ, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეული წევრი გახდეს“, – აცხადებს კალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები