ლაშა დარსალია: ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა საფრთხის ქვეშაა, ამ ფონზე – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩატარება მნიშვნელოვანია
“ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა დგას მნიშვნელოვნად საფრთხის ქვეშ. ამ ფონზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩატარება მნიშვნელოვანია ამ კონტექსტშიც”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის სერიოზული შემადგენელი ნაწილია.
„დღეს მსოფლიო და, პირველ ყოვლისა, ევროპა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა დგას მნიშვნელოვნად საფრთხის ქვეშ. ამ ფონზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩატარება მნიშვნელოვანია ამ კონტექსტშიც. საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი არის საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის სერიოზული შემადგენელი ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ძალისხმევა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდა, ჩვენს პარტნიორებს გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, აშშ-ს, რათა ეს რაუნდი შემდგარიყო და აქცენტი გაკეთებულიყო 6-პუნქტიან შეთანხმებაზე, უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არსებულ გამოწვევებზე დგას კონკრეტულად ჩვენს საკითხებთან მიმართებით“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.