შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილე ბონი დ. ჯენკინსი თბილისს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას, იგი ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და COVID-19-თან ბრძოლაში მიღებული გაკვეთილების შესახებ ისაუბრებს. მდივნის მოადგილე ასევე დაესწრება ორმხრივ შეხვედრებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.