პრემიერი: საქართველო ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის თორმეტივე რეკომენდაციას შეასრულებს.

მან ოპოზიციას მოუწოდა, რომ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

„ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში იყოს შესრულებული 12-ვე რეკომენდაცია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. მე ზეგ მივიღებ მონაწილეობას ევროკავშირის ლიდერების სამიტზე პრაღაში. იქაც იგივე გზავნილი მექნება, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში, ყველა კარი არის ღია ოპოზიციური პარტიებისთვის და ახლა მთავარია, რომ მათი ჩართულობა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები