გურამ მაჭარაშვილი: უახლოეს საათებში საზოგადოებას ეცოდინება, „ხალხის ძალა“ როგორ გაფართოვდება

პარლამენტის წევრის და საზოგადობრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, უახლოეს საათებში საზოგადოებას ეცოდინება, როგორ გაფართოვდება „ხალხის ძალა“.

მისივე თქმით, ეს დინამიკური პროცესი იქნება.

„ჩვენ ასევე გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარეობდა მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გავფართოვდებოდით და ეს იქნებოდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ – საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, დღეს გვექნება ბოლო კონსულტაციები და უახლოეს საათებში საზოგადოებას ეცოდინება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ როგორ გაფართოვდება. ეს არ იქნება ერთჯერადი ეტაპი, იქნება დინამიკური პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ხალხის ძალა“ პრეზენტაციას გამართავს – მოძრაობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი უერთდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები