საქართველოს წითელი ჯვრის  სამტრედიის ფილიალის მოხალისეებმა და თანამშრომლებმა ხანდაზმული ბენეფიციარები დაასაჩუქრეს

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.  ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის  სამტრედიის ფილიალის მოხალისეებმა და თანამშრომლებმა ხანდაზმული ბენეფიციარები ტკბილეულით დაასაჩუქრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით,  ფილიალის თანამშრომლებმა სამტრედიის „სათნოების სახლს”  მედიკამენტები და ჰიგიენური ამანათებიც გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები