ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა 12,3 მილიარდი დოლარისთვის: დახმარება საჭიროა ისე, როგორც არასდროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა  კანონმდებლობაზე ხელის მოწერისთვის, რომელიც უკრაინისთვის 12,3 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას გულისხმობს.

„მადლობა ჯო ბაიდენს კანონმდებლობაზე ხელის მოწერისთვის, რომელიც უკრაინისთვის 12,3 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას გულისხმობს. მანამდე კანონმდებლობას მხარი დაუჭირა  აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ხალხის სოლიდარობას უკრაინის მიმართ და ორი პალატის, ორივე პარტიის მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოსადმი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კანონი თავდაცვის პროგრამების მხარდაჭერას გულისხმობს და ასევე წარმოადგენს ძლიერ პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას.

„ეს დახმარება დღეს მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მომავალშიც ერთად უნდა გავუმკლავდეთ რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები