სასამართლომ ვანო მერაბიშვილის განაჩენი ძალაში დატოვა
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე მიმდინარე მიტინგის დაშლის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.