ჩხოროწყუს მერია: ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინსფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სოფელ ნაფიჩხოვოში საავტომობილო გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე, ლეგოგუესა და ლებერიეს უბნებში გზა ასფალტის საფარით რეაბილიტირდება. პროექტის ბიუჯეტი 2 758 000 ლარს შეადგენს.

“გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია ხორციელდება ასევე სოფელ მუხურში, ლეჩიქვანეს უბანში, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება და 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ღირებულება 2 795 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები