„ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში“ – ნედ პრაისი

ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ „ღამის კურიერის“ მიერ დასმულ შეკითხვას.

როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, რუსეთი 2008 წლის ომის შეწყვეტაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს და საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედროები უნდა გაიყვანოს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსეთი უნდა იყოს პასუხისმგებელი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტაზე. რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედროები საქართველოს ტერიტორიებიდან. ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები