შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არის ის, რომ ისინი საკუთარი პოლიტიკის მსხვერპლი არიან

„მთავარი პრობლემა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არის ის, რომ ისინი არიან საკუთარი პოლიტიკის მსხვერპლი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, პარტიის შიგნით, არიან ადამიანები, რომლებიც ვეღარ მიყვებიან „ნაცმოძრაობის“ იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საკუთარ ამომრჩევლებში ხელისუფლების მიმართ ზიზღის კვებაში.

„მთავარი პრობლემა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არის ის, რომ ისინი არიან საკუთარი პოლიტიკის მსხვერპლი. მე არ ვიცი აქედან რა გამოსავალი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია და ამას აჩვენებს სწორედ ეს ბოლო კრიზისი, რაც მათ აქვთ პარტიაში, რომ პარტიის შიგნით, როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ ვეღარ მიყვებიან იმ პოლიტიკას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და ეს არის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელიც მიმართულია საკუთარ ამომრჩევლებში ხელისუფლების მიმართ ზიზღის კვებაში, საკუთარ ამომრჩევლებს კვებავენ ზიზღით ხელისუფლების მიმართ.

ჩვენ სხვა ხომ არაფერი არ მოგვისმენია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, გარდა იმისა, რომ საუბრობენ ხელისუფლების რუსულ ორიენტაციებზე და ა.შ. როდესაც არის საუბარი ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობაზე, ერთობლივად საკითხების გადაწყვეტაზე, მთავარი პრობლემა, რასაც აწყდება თავად „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ის, რომ ისინი საკუთარ თავს აქცევენ ჩიხში. როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ხელისუფლებაში არის რუსეთის მიერ დასმული პროექტი და ვიცით ეს ეპითეტები რაც არის, აქ რა თანამშრომლობაზე შეიძლება საუბარი საერთოდ? ეს არის დელეგიტიმაციის მცდელობა და ამას აკეთებენ 10 წელია და რაც მთავარია, უმეტეს ნაწილს ლიდერებისა, რომლებიც მათ შორის პარლამენტში არიან, ამის ყველაფრის არ სჯერათ და არიან ჩიხში. 10 წელია ამით კვებავდნენ საკუთარ ამომრჩევლებს და ახლა არ იციან როგორ გამოვიდნენ ამ ჩიხიდან, ვინაიდან მათ ნაბიჯიც რომ გადადგან თანამშრომლობისკენ, მათივე ამომრჩევლები პასუხს მოსთხოვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები