ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლის გამო, პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარეს.

“ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები