გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების გადამზადება დასრულდა
გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის გადამზადებულ პარამედიკოსთა მეთერთმეტე ჯგუფის 11 კურსანტს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, პარამედიკოსებმა გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მომზადების სპეციალური კურსი გაიარეს, რის შემდეგაც ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში გაიგზავნებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ.
პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.