არძინბამ “საქართველოსთან დიალოგის” დაწყების პირობა დაასახელა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, “საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა აფხაზეთთან ურთიერთობის განვითარებისთვის პირობა გახდება”.

ამის შესახებ მან “როსია 24”-თან ინტერვიუში თქვა.

„საქართველო არ აწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას. ამ მხრივ, მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა მოაწეროს მას ხელი და ამის შემდეგ უკვე შევძლებთ რაღაც დიალოგის დაწყებას. ჯერჯერობით, სიტუაცია საკმაოდ გაყინულ მდგომარეობაშია“, – განმარტა არძინბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები