კაკაბაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სარგის კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, 3 119 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს, პროექტი კი დაფინანსებულია 250 000 ლარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები