ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთზე მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

   ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მოტოციკლეტის მძღოლმა და ქვეითად მოსიარულე ქალბატონმა მიიღეს. მოტოციკლით მოძრავი პირი ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალბატონს შეეჯახა, შემდეგ კი – მსუბუქ ავტომობილს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები