ირანში 22 წლის მეჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ირანული სააგენტო – Didar News ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იტყობინება.
მეჰსა ამინის გარდაცვალების გამო, 2018 წლის შემდეგ ირანში ყველაზე მასშტაბური აქციები იმართება.
პროტესტმა მოიცვა ქალაქები: თეირანი, ისპაჰანი, რაშტი, ყარაჯა, თავრიზი, მაშჰადი, ბირჯანდა, კიშე, კერმანში, კერმანშაჰი, არდაბილი, ურმია, ყაზვინი, ზანჯანი, ილამი, სარი, არაკი, ჰამედანი და სხვა.
22 წლის მეჰსა ამინი 13 სექტემბერს სპეციალურმა “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. როგორც ცნობილია, მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.