„ეს ბავშვი ჰყავთ დარიგებული“ – 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ გოგონა იტყუება

არასრულწლოვან ოჯახის წევრზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მეუღლე აცხადებს, რომ გოგონა იტყუება.

მისი თქმით, არასრულწლოვანი სხვებმა დაარიგეს.

„გაგვყარეს სუყველანი გარეთ, ლენტი გაუკეთეს და არც შემომიშვეს. მე თვითონ არ ვაპატიებდი ჩემს მეუღლეს არაფერი არ შემინიშნავს. ბავშვი აქ იყო, მოძალადე მამა ჰყავდა, გამოექცა ამ ყველაფერს, აქ იზრდებოდა. პაპა არ მსიამოვნებდა მეფერებოდაო, ეს ბავშვი ჰყავთ დარიგებული, გინდათ მომკალი უდანაშაულო ვარ სულ მაგას გაიძახის“, – აცხადებს ბრალდებულის მეუღლე „კურიერთან“.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში, 13 წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები