შიდა ქართლში, 13 წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს

შიდა ქართლში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს.

შემთხვევა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც ცნობილია, დაკავებული არასრულწლოვნის ბაბუაა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები