რატი იონათამიშვილი: ხოშტარია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ დაფინანსების ორი წყარო აქვს – მოსკოვი და კეზერაშვილი

სახეზეა ძალიან მწვავე დაპირისპირება, რასაც მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – როგორ გაიყოფენ კრიმინალური გზით ნაშოვნ შავ ფულს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, კეზერაშვილი ფლობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დროას“ ლიდერზე, ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხოშტარია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ მას დაფინანსების ორი წყარო აქვს – მოსკოვი და კეზერაშვილი.

„მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ერთადერთი, რის გარშემოც ერთიანდებიან, კრიმინალური სახსრებია. ყოველთვის ასე ამთავრებენ ის პოლიტიკური პარტია და ე.წ. პოლიტიკოსები, ვისაც მიზნად არა საკუთრი ქვეყანა და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები, არამედ საკუთარი პირადი ინტერესები და კრიმინალურ ბუნებასთან მიახლოებული პოზიციები აქვთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობს და მომავალშიც კვლავ ითანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები