ელენე ხოშტარია: ვის აინტერესებს „რაზბორკები“ – დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ

„არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ხოშტარია ოპოზიციას ურჩევს, რომ მათი „რაზბორკები“ არავის აინტერესებს და აღნიშნავს, რომ ის დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობს და მომავალშიც ასე აპირებს.

„კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას. იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე რას შვება ოპოზიცია მარტივი პასუხია საჭირო.

ვის აინტერესებს „რაზბორკები“. დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ.

6 თვეა დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს. მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ“, – წერს ხოშტარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები