ზაალ ანჯაფარიძე: კრიმინალ კეზერაშვილთან პარტნიორობის აღიარებით, ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა

მთელი ორი თვე ხოშტარია იტყუებოდა თითქოს უკრაინელებს ხალხისგან მიღებული შემოწირულობებით ეხმარებოდა და ახლა ეტყობა აიძულეს ეღიარებინა ვისი ფულით აკეთებს ამას და ვინ არის მისი ფინანსური  პარტნიორი, პატრონიც და კურატორიც, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას „ფეისბუქ“-სტატუსს, სადაც წერს, რომ კეზერაშვილთან პარტნიორობს და სწორედ  მისი და  მისი ცოლის დაფინანსებით ინახავენ უკრაინელებს.

ანჯაფარიძის თქმით, ხოშტარიამ ამ „აღიარებით“ კიდევ უფრო გაამყარა არგუმენტი, რომ თუ ვინმეა ოლიგარქი, ეს სწორედ კეზერაშვილია.

„პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე მინიმუმ იმას მაინც უნდა აკეთებდეს, რომ არ იტყუებოდეს ყოველ ნაბიჯზე.

მთელი ორი თვე ხოშტარია იტყუებოდა თითქოს უკრაინელებს ხალხისგან მიღებული შემოწირულობებით ეხმარებოდა და ახლა ეტყობა აიძულეს ეღიარებინა ვისი ფულით აკეთებს ამას და ვინ არის მისი ფინანსური  პარტნიორი, პატრონიც და კურატორიც.

ისე მოსკოვიდან მიღებული მილიონებიც შეეძლო მოეხმარებინა უკრაინელი ლტოლვილებისთვის თუ მათი დახმარება უნდოდა, მაგრამ ხომ პოლიტიკური პიარისთვის სჭირდება ეს ყველაფერი და კეზერაშვილის ფულებით რატომაც არა!

სხვათა შორის, ამ „აღიარებით“ კიდევ უფრო გაამყარა არგუმენტი, რომ თუ ვინმეა ოლიგარქი, სწორედ კეზერაშვილი (ფლობს ტელევიზიებს,  აფინანსებს პარტიებს და ა.შ.).

კრიმინალ კეზერაშვილთან პარტნიორობის აღიარებით, ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები