რუსთაველის გამზირზე „თბილისიმარათონი 2022“ გაიმართა

რუსთაველის გამზირზე „თბილისიმარათონის“ რიგით მე-10 საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის პატრონაჟით ჩატარდა. მარათონში მონაწილეობა 60 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.

დღეს დილიდან, „თბილისიმარათონი 2022“-მა სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღო და დედაქალაქის ცენტრალური უბნები მოიცვა.

მასშტაბური გარბენი, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა, საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, 00:00-დან 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები