რუსული მედია: ძალოვანი უწყებები საქართველოს პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ
საქართველოში სერიოზული პოლიტიკური სკანდალი დატრიალდა, საქართველოს გენერალურამ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკეს და მოსთხოვეს მას მოეხსნა გრიფი ,,საიდუმლო“ იმ მასალებზე, რომლებიც ექსპრეზიდენტის მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ეხებოდა. პოლიტიკური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ურთიერთობები პრეზიდენტსა და ძალოვანებს შორის კიდევ უფრო გამწვავდება. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორჯერ თხოვნით მიმართა პრეზედენტს, მოეხსნა გრიფი ,,საიდუმლო“ და ხელმისაწვდომი გაეხადა მასალები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ ფონდზე, საიდანაც მიხეილ სააკაშვილმა 4.5 მილიონი დოლარი დახარჯა მეგობარი ქალების ძვირფას საჩუქრებზე, ელიტარულ კურორტებზე დასვენებაში, ძვირად ღირებული ინექციების გაკეთებაში და სხვა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ არსებული მასალების სრული გამოძიებით ის დაამტკიცებს ექსპრეზიდენტის ბრალეულობას.