სააპელაციომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის განაჩენი უნდა გამოაცხადოს

  თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის განაჩენი უნდა გამოაცხადოს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება სამ საათზე გახდება ცნობილი. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე მიმდინარე მიტინგის დაშლის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამ საქმეზე პირველმა ინსტანციამ ვანო მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვით შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები