შოთა ხაბარელი: დამოკიდებულება დღეს სპორტის მიმართ არის ძალიან საღი და სწორი

„საქართველოში დღეს სპორტი არის ყველაზე წარმატებული სფერო. დღეს თითქმის ერთი საათი ვისმენდით სპორტის შესახებ და პასუხებიც ძირეულად იყო გაცემული. რაც გაკეთდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, არ გაკეთებულა ათეული წლების განმავლობაში: აშენდა უამრავი დარბაზი, სპორტული მოედნები, რომლებიც ევროსტანდარტებს შეესაბამება. 1000-ზე მეტი მედალია მოპოვებული ქართველი სპორტსმენების მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სპორტული ქვეყანა ვართ. მნიშვნელოვნად მოწესრიგდა სპორტული ფედერაციების საკითხი. სპორტის უნივერსიტეტი დღევანდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისევ იმ ისტორიულ შენობაში დაიდებს ბინას, სადაც იყო წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებამდე და ეს იქნება სპორტსმენებისათვის მართლაც დიდი საჩუქარი“, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, შოთა ხაბარელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მეტი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ტარდება ჩვენს ქვეყანაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მხრიდან არის დიდი ნდობა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღემდე აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა ქართულ სპორტს და ჩვენ დღემდე ვცდილობთ ის პოზიციები დავიბრუნოთ რომელიც გვქონდა. დამოკიდებულება დღეს სპორტის მიმართ არის ძალიან საღი და სწორი. იგივე ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასამმაგდა ბიუჯეტი. ახლა კიდევ 46 მილიონი დაემატება შეცვლილი ბიუჯეტით. ერთი სიტყვით, ყურადღება ძალიან დიდია სპორტის მიმართ, ძალიან განსხვავებული წინა ხელისუფლების დროინდელსა და დღევანდელ შორის და პროგრესი კიდევ უფრო იქნება და მომავალში კიდევ უკეთესი შედეგები გვექნება“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები