IFTM daily საქართველოს სამთო კურორტების შესახებ სტატიას აქვეყნებს

მსოფლიო ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის IFTM Top Resa ყოველდღიური ჟურნალი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ბაკურიანი 2023 წელს ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს“- IFTM-ის სტატიაში საქართველოს სამთო კურორტებია აღწერილი.

„მწვერვალზე საბაგიროთი ასვლაზე უკეთესი არაფერია, აქ ჩაისუნთქავ ცივ, სუფთა ჰაერს, გახედავ თოვლიან მწვერვალებს და გააცნობიერებ, რომ საოცარი მთებიდან თხილამურებით დაშვებას აპირებ. საქართველოში თხილამურებით სრიალი საოცრად შთამბეჭდავი და თანამედროვეა. მიმდინარე განახლებისა და ინვესტიციების შედეგად საქართველოს ტრადიციული კურორტები გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. სრულიად ახალი კურორტები გოდერძი და მესტია კი უკვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე კურორტებად არიან მიჩნეულები. წლიდან წლამდე საქართველოში ახალი სასრიალო ტრასები იხსნება.
საქართველო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, რომელიც სრიალის მოყვარულებს ჰელისკის სერვისს სთავაზობს“,- წერია IFTM daily- ის სტატიაში.

IFTM Top Resa- ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა. ტურისტულ გამოფენას წელს 34 000 ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო. გამოფენაზე მსოფლიოს 200-მდე ქვეყანა და ტურისტული მიმართულება, ასევე 1700 ბრენდი იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები