“რესპუბლიკური საავადმყოფოს” სამედიცინო პერსონალს, რომელმაც პროფესიული გადამზადების კურსი გაიარა, სერტიფიკატები გადაეცა

სამედიცინო პერსონალს, რომელმაც პროფესიული გადამზადების კურსი გაიარა, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.

სწავლება “რესპუბლიკური საავადმყოფოს” “პერსონალის უწყვეტი განათლების ცენტრში” სხვადასხვა კლინიკური მიმართულების, ამბულატორიული და სტაციონარული დეპარტამენტების ორასზე მეტმა ექთანმა და სანიტარმა გაიარა.

 

“კურსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული სტანდარტებით სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციასა და კონტროლს, ასევე, დეზინფექცია-სტერილიზაციის საკითხებს შეეხებოდა.

გადამზადების პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტები და საქართველოს, ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. რამდენიმე სესიას თავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკური ექსპერტი, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სპეციალისტი – ჯენიფერ კოლინსი ხელმძღვანელობდა.
სამედიცინო პერსონალს გადამზადების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა – ლიანა ჭუმბურიძემ, კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ და “პერსონალის უწყვეტი განათლების ცენტრის” ხელმძღვანელმა – ჯავარა უგრეხელიძემ გადასცეს.

პერსონალის უწყვეტი განათლების ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის გადამზადების პროცესი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰოსპიტალური ინფექციები, ვენტილატორასოცირებული ინფექცია, ლაბორატორიული კვლევები და უსაფრთხოება, სამედიცინო ნარჩენების მართვა, რეანიმაციული პაციენტის მოვლა, სისხლის ნაკადის ინფექციების პრევენცია, პერსონალის უსაფრთხოება, უსაფრთხო ინიექცია და სხვ. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასევე არასამედიცინო პერსონალის გადამზადება ეფექტურ კომუნიკაციასა და ეთიკურ საკითხებში. ცენტრის მიზანია სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის გადამზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს პერსონალის უნარ-ჩვევებისა და პაციენტზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას”, – აღნიშნულია რესპუბლიკური საავადმყოფოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები