არჩილ თალაკვაძე: როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი ცდილობს – დაბრუნდეს საქართველოში

როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს – დაბრუნდეს საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და ხანმოკლე სავიზო რეჟიმი დაწესდეს.

„როცა ოპოზიციის მხრიდან არის პათეტიკური განცხადებები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას დაავიწყდეს ან დაივიწყოს, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს, დაბრუნდეს საქართველოში. ამავე დროს, საქართველოს ვალდებულება აქვს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც საქართველოს საზღვარს მომართავს და სურს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, მოექცეს და მოეპყროს როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, სადაც რაიმე ტიპის დისკრიმინაცია, ისეთი მიდგომები, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს გახლავთ მიუღებელი. ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ იმ რისკებს, რომელიც ხელისუფლებას უკავშირდება და ამ რისკებს სახელმწიფო მართავს ყოველდღიურ რეჟიმში. გარწმუნებთ, როგორც მართლწესრიგი ქვეყანაში, ასევე, საქართველოს უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები განუხრელად იქნება დაცული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები