საქართველო-რუსეთის საზღვართან რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს უკრაინაში საბრძოლველად ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთს მასობრივად მოქალაქეები ტოვებენ.

მედია აღნიშნავს, რომ ავიამიმართულებებს შორის არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. რაც შეეხება სახმელეთო გზას, როგორც ტელეგრამ არხი “საქართველოს საზღვარი” იტყობინება, “ზემო ლარსზე” მრავალკილომეტრიანი საცობია.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ავტომობილები, ფაქტობრივად, აღარ გადაადგილდებიან.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს: “მეექვსე საათია, ვმოძრაობთ და საზღვარი ჯერ კიდევ არ ჩანს”.

სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი ამბობს, რომ „04:00 საათზე აღმოვჩნდით საცობში, საგუშაგოდან სამი კილომეტრის დაშორებით, სამ საათში მხოლოდ ერთი კილომეტრი გავიარეთ“.

რუსები ამბობენ, რომ ჯერჯერობით რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას მათ სამხედრო ბილეთზე არაფერს ეკითხებიან, თუმცა, გამსვლელთა შემოწმება უფრო ყურადღებით დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები