არჩილ თალაკვაძე – რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას აბსოლუტურად სხვაგან ექაჩება, რათა ევრორეკომენდაციებზე მუშაობის პროცესი ჩაშალოს

ევროპარლამენტარებმა როგორც საქართველოში, ისე ბრიუსელიდან პირდაპირ უთხრეს ოპოზიციას, რომ წესი ნომერი ერთია – რეკომენდაციებზე მუშაობთ ერთად, ხელისუფლება და თქვენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას აბსოლუტურად სხვაგან ექაჩება, რათა ევრორეკომენდაციებზე მუშაობის პროცესი ჩაშალოს.

„ხელისუფლება ამაზე მუშაობს ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხოლო რადიკალური ოპოზიცია და მათ შორის, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რადიკალური ბანაკის ქოლგა, მუშაობს ცალკე, მუშაობს სხვაგან და სხვა რამეზე, ვიდრე დავალებაა. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები ქვეყანას აბსოლუტურად სხვაგან ექაჩებიან და ამ პროცესის მთავარი მიზანი გახლავთ არა ის, რომ რამე გამოვიდეს, არამედ ევრორეკომენდაციებზე მუშაობის პროცესის ჩაშლა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები