ირაკლი კობახიძე – კელი დეგნანზე: კითხვებზე პასუხების არგაცემა აჩენს პრობლემას და არა კითხვების დასმა

საქართველო მსოფლიო რადარებზე არის ქვეყანა, სადაც არის შენარჩუნებული მშვიდობა. მსოფლიო ეკონომიკურ რადარებზე საქართველო არის, როგორც მოწინავე ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენ გვინდა ამ რადარებზე დავრჩეთ, ჩვენ გვინდა მშვიდობისა და ეკონომიკური ზრდის რადარებზე დავრჩეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მმართველი გუნდის ლიდერმა საქართველოში აშშ-ის ელჩზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ რამეს ურთიერთობების დაზიანება შეუძლია, ეს არის პასუხგაუცემელი კითხვები.

„ამ სტუდიაში იყო ამერიკის ელჩი სტუმრად, სადაც ჟურნალისტის მხრიდან დაისვა, ძალიან მეგობრულ გარემოში, ძალიან მეგობრული კითხვები და არცერთ შეკითხვას პასუხი არ გაეცა. ესეც ხომ „ოთხეული“ არ იყო, საიდანაც უფრო მკვეთრად ისმება გარკვეული შეკითხვები. თუ რამეს ამ ურთიერთობების დაზიანება შეუძლია, ეს არის პასუხგაუცემელი კითხვები. ჩვენ საჯარო პოლემიკის მომხრე არ ვიყავით და არ ვართ, მაგრამ როდესაც გარკვეული კითხვები ისმება, როგორც ამ მოძრაობის, ასევე ჟურნალისტის მხრიდან, მთავარი პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც ამ კითხვას პასუხი არ ეცემა. ეს არის მთავარი პრობლემა. კითხვებზე პასუხების არგაცემა აჩენს პრობლემას და არა კითხვების დასმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები