ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და შვეიცარიის ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ასათვისებლად ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყურადღება გააქტიურებული ურთიერთობის გზით ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაფართოებაზე გაამახვილეს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან იგნასიო კასისთან.

შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ გააქტიურებული ურთიერთობის გზით ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაფართოებაზე.

ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პოტენციალის ასათვისებლად ახალ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები