პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის, იგნასიო კასისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი იგნასიო კასისს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები